Wednesday, October 14, 2015

გაკვეთილის მთავარი  თემა
  ჩემი საყვარელი გმირი
სწავლების  საფეხური  კლასი                                                             
მე-5კლასი                                                                                                                                      დაწყებითი                                                                                     
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 23 მოსწავლეა.სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არარიან.
ეროვნული სასწავლო გეგმა
ამ გაკვეთილის მიხედვით, ისტ-ის მიზანია,შემოქმედებითი აზროვნების  გამომუშავება ბავშვებში. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფოტოების, მათემატიკური ფიგურების, ფერების გამოყენება.  ტექსტის დაწერა, სურათის გადმოწერა,
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          
გაკვეთილის მიზანი და შედეგი
ამ გაკვეთილის მიზანია შევისწავლოთ Power point და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანოიზაციო საკითხები 2წთ.
გავეცნობით   გაკვეთილის თემას და გაკვეთილის დასრულების ბოლოს გვეცოდინება პრეზენტაციის აგება და  გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. გაკვეთილის დასაწყისში მოეწყობა ჩვენება პრეზენტაციისა, სადაც გამოყენებული იქნება სლაიდები მულტფილმებიდან. რათა ბავშვები უფრო დაინტერესდნენ და ხალისით მიუდგნენ მუშაობის პროცესს. ისინი შეეცდებიან მათი საყვარელი გმირების მონახვას და Paint-ში დახატვას. შეეცდებიან  ამ პერსონაჟების საუკეთესო მხარეების წარმოჩენას. საკლასო დავალების შესრულების შემდეგ გაიმართება მსჯელობა, კამათი მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. განიხილება ერთმანეთის ნამუშევრები. გააკეთებენ  დასკვნებს  საკუთარი პერსონაჟების ირგვლივ. მათი სამუშაოს თვალსაჩინოებისთვის   გამოყენებული იქნება  პროექტორი რათა უფრო სახალისო გახდეს გაკვეთილი.

რესურსები
ვიყენებ სტანდარტულ რესურსებს
რეფლექსია
 შეკითხვები რათა გაირკვეს, რა ისწავლეს ბავშვებმა ინტერნეტში მუშაობის დროს. რაზე მუშაობა გაუჭირდათ ყველაზე მეტად.

საშინაო დავალება
 მოიძიონ ინტერნეტში სხვადასხვა პერსონაჟები და დახატონ Paint-ში, გააფერადონ და შეინახონ. ასევე მონახონ გმირი რომელსაც უარყოფით პერსონაჟად თვლიან და გააკეთილშობილონ. მაგალითად სმაილით ან სხვა საშუალებით.

No comments:

Post a Comment